ბაიდენმა დაადასტურა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ 2024 წლის არჩევნებში ის ხელახლა მონაწილეობას აპირებს.

ბაიდენის თქმით, მომდევნო არჩევნები იქნება ბრძოლა დემოკრატიასა და პირადი თავისუფლებისთვის და თქვა: "მოდით ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე".

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020-ის მსგავსად, მომავალი წლის ნოემბერში, საარჩევნოდ ბაიდენი-ტრამპი შესაძლოა კვლავ ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ.

NBC-ის ახალი კვლევების თანახმად, ამერიკელების 70% და დემოკრატების მხარდამჭერთა ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ ბაიდენმა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი აღარ უნდა იყაროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი