ღარიბაშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. ამის შესახებ ღარიბაშვილი Twitter-ის გვერდზე წერს.

"პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან. ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობების განმტკიცებას. საქართველო მზადაა ბოლომდე შეასრულოს 12 რეკომენდაცია და ის წელს კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.ერთად საქართველო და ევროკავშირი ხელს შეუწყობენ რეგიონში მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გუშინ, 24 აპრილს გაფრინდა. ის NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი