
აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.
შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში ამ წუთებში მიმდინარეობს. მშობლებს პრეზიდენტის რეზიდენციიდან დაუკავშირდნენ პრეზიდენტთან შეხვედრაზე და მისვლა სთხოვეს.
დღეს, 25 აპრილს, აქციის მონაწილე მშობლებმა დააანონსეს, რომ მათი პროტესტი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლებდა. მშობლების თქმით, ისინი 19:00 საათისთვის მთავრობის კანცელარიიდან ათონელის ქუჩისკენ მსვლელობას გამართავდნენ.
მშობლების მიზანი იყო, რომ მათ სალომე ზურაბიშვილისთვის მიეწვდინათ ხმა, რათა ქვეყნის პირველ პირს მათთვის სოლიდარობა გამოეხატა.
შეგახსენებთ რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტი პროტესტო მერვე დღეა რაც გრძელდება. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მეშვიდე ღამე გაათენეს კანცელარიასთან.
ათონელის რეზიდენციისკენ მსვლელობა დღეს სავარაუდოდ აღარ გაიმართება, თუმცა კანცელარიასთან აქცია გაგრძელდება.