
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ბრიტანეთის ელჩს შეხვდნენ.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციაზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ნიკა გვარამიას პატიმრობაზე.
"ბრიტანეთის ელჩთან ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე, ასევე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკურ საქმეზე და მის პოლიტიკურ ტყვეობაზე.
ვისაუბრეთ ჩვენ ქვეყნის სამომავლო გეგმებზე, თუ როგორ შეიძლება რომ ქვეყანა, როცა აღარ იქნება "რუსული ოცნება" როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, როგორი ურთიერთობები უნდა გვქონდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, საქმიანი შეხვედრა იყო" - თქვა ხაბეიშვილმა
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას.