
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ მაშველებს, რომლებიც ქვეყანას დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში დაეხმარნენ, მადლიერების მედალი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინის ელჩი თურქეთში, ვასილ ბოდნარმა ავრცელებს.
"რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქი ხალხის სახელით მადლობის მედალი გადასცა უკრაინელ მაშველთა გუნდს, რომლებიც დაეხმარნენ თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრას", - წერს ბოდნარმა.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 50 132-მდე გაიზარდა.