მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა ფრანგული მედიის ყურადღების ცენტრში | "ვივა მედის" აღიარება

გამოქვეყნდა:

"ვივა მედის" აღიარება. კლინიკა ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი მესამე პრეზიდენტმა გონება დაკარგოს. გიული ალასანიას განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს გონების კარგვის არა ერთი ეპიზოდი ჰქონდა, თუმცა იმ დროს პალატაში მედპერსონალი არ იმყოფებოდა, რის გამოც საავადმყოფოს ექიმები გადაჭრით ვერც უარყოფენ და ვერ ადასტურებენ ამ ინფორმაციას.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ისევ აქტუალურია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ფრანგული გამოცემა უკიდურესად მძიმე ვითარებაში მყოფ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ვრცელ სტატიას უძღვნის.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი