The Economist: კრემლმა რუსულ მაფიას საზღვარგარეთ მყოფი რუსი ჯაშუშების დაფინანსება დაავალა

გამოქვეყნდა:

კრემლმა რუსულ მაფიას დაავალა, რუსი ჯაშუშების საქმიანობა დააფინანსონ და თავიანთი შემოსავლის ნაწილი "შავ ანგარიშებზე" გადარიცხონ, - ამის შესახებ The Economist-ი საერთაშორისო დანაშაულისა და სადაზვერვო სააგენტოს ექსპერტზე, მარკ გალეოტიზე დაყრდნობით წერს.

The Economist-ის ინფორმაციით, მოსკოვი იძულებული გახდა ფულის სანაცვლოდ რუსეთის მაფიას საზღვარგარეთ მიემართა, რადგან სანქციებმა რუსეთი მოწყვიტეს გლობალურ ფინანსურ სისტემას და თანამედროვე ტექნოლოგიებს.

ექსპერტი მარკ გალეოტი ამბობს, რომ სანქციებმა რუსეთის ჯაშუშურ ქსელს საზღვარგარეთ სერიოზული ზიანი მიაყენა. დანაკარგების კომპენსაციის მიზნით, რუსეთი აძლიერებს კიბერჯაშუშობას და ლტოლვილების საფარქვეშ დასავლეთში ახალ ჯაშუშებს აგზავნის.

აღსანიშნავია, რომ როგორც The Economist-ი იუწყება, ასეთი სქემების დახმარებით, გასული წლის აპრილიდან ნოემბრამდე რუსეთში სანქციებით აკრძალული საქონლის იმპორტმა $2.6 მილიარდს მიაღწია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი