
კრემლის პოლიტიკისა და ანტიდასავლური კამპანიის სრული კრახი. ქვეყნის მოსახლეობა, ისე როგორც არასდროს, დასავლეთთან ინტეგრაციისკენ ისწრაფვის. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევები ისტორიულ მაჩვენებელს აფიქსირებს და ადასტურებს, რომ ათიდან 9 მოქალაქე ევროკავშირთან დაახლოებას უჭერს მხარს. IRI-ის ბოლო კვლევამ ქართულ პოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვანი ძვრებიც დაადასტურა და ფაქტია, რომ ყველა შემთხვევაში გავლენის მთავარი უარყოფითი ფაქტორი "ქართული ოცნების" პრორუსული პოლიტიკა აღმოჩნდა.
მაგალითად უკარინაში ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობაც. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანის კრემლისტურმა პოზიციამ და რუსული კანონის მიღების მცდელობამ კი ამომრჩევლის აშკარა გაღიზიანება გამოიწვია და "ქართული ოცნების" რეიტინგი კრიტიკულად დაბალია. ათიდან შვიდი მოქალაქე მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართლებით ვითარდება და ამაზე, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.