Facebook, Twitter, AliExpress და სხვა პლატფორმები 25 აგვისტოდან ევროკავშირის კონტენტის ახალი წესების წინაშე აღმოჩნდებიან

გამოქვეყნდა:

მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელები Facebook, Twitter, TikTok და სხვები იძულებულნი იქნებიან იბრძოლონ უკანონო და მავნე კონტენტთან, წინააღმდეგ შემთხვევაში 25 აგვისტოს ევროკავშირის ციფრული სერვისების შესახებ კანონის (DSA) მიხედვით დიდი ჯარიმები დაეკისრებათ. 

ევროკომისიამ 19 დიდი ონლაინ პლატფორმის (VLOP) და საძიებო სისტემების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 
ონლაინ შინაარსის კანონს ექვემდებარება.

იდენტიფიცირებული კომპანიები მოიცავს:

  • 8 სოციალური მედიის პლატფორმას: Facebook, TikTok, Twitter, YouTube, Instagram, LinkedIn, Pinterest და Snapchat;
  • 5 ონლაინ ბაზარს: Amazon, Booking, AliExpress, Google Shopping და Zalando და სხვა პლატფორმების, მათ შორის Apple და Google აპლიკაციების მაღაზიებს, Google Maps და Wikipedia, ასევე Google და Bing საძიებო სისტემებს.

აღნიშნულმა სერვისებმა უნდა შეაფასონ და შეამცირონ მათი სისტემური რისკები და უზრუნველყონ კონტენტის მოდერაციის საიმედო ინსტრუმენტები. აღნიშნული მოიცავს: დამატებით შესაძლებლობებს მომხმარებელთათვის, არასრულწლოვნების გაძლიერებულ დაცვას, კონტენტის უფრო ზედმიწევნით მოდერაციას, ნაკლებ დეზინფორმაციას, უფრო მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.

"კომპანიებს ექნებათ ოთხი თვე, რათა განახორციელონ ახალი ვალდებულებების სრული ნაკრები DSA-ით. ეს ვალდებულებები მიზნად ისახავს გააძლიეროს და დაიცვას ონლაინ მომხმარებლები, მათ შორის არასრულწლოვნები," - წერია განცახდებაში. 

ასევე, აუცილებელია, შეფასდეს და შემცირდეს ინტერნეტში გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებული სპეციფიკური რისკები, საჭიროა არასრულწლოვანთა დაცვა და მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა.

იდენტიფიცირებული პლატფორმებისა და საძიებო სისტემებისთვის რისკის შემცირების გეგმები დაექვემდებარება დამოუკიდებელ აუდიტს და ზედამხედველობას ევროკომისია გაუწევს. 

ჯარიმები შეიძლება იყოს კომპანიის გლობალური წლიური ბრუნვის 6 პროცენტამდე, სერიოზულმა დარღვევამ კი შეიძლება პლატფორმის დროებით აკრძალვაც გამოიწვიოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი