"ბათუმობა 2023"-ის ჩასატარებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 375 811 ლარი დაიხარჯება

გამოქვეყნდა:

"ბათუმობა 2023" 29 აპრილს გაიმართება და ამ დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებებში, ბათუმის ბიუჯეტიდან 375 811 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ბათუმის კულტურის ცენტრმა გ. ედუარდ გორგილაძე - 5 102 ლარს, სოფო გელოვანი, ანი კეკუა, მარიკო ებრალიძე, ნოდარ ტატიშვილი, სამარტივებული შესყიდვით მომსახურება "ბათუმობის" კონცერტის 32 სოლომონაწილესთან გააფორმა. მაგალითად, წამყვანის, არჩილ სოლოღაშვილის ჰონორარი 18 500 ლარია, თიკა ფაცაცია 6 377 ლარს მიიღებსალომე ბაკურაძე - თითოეულის ანაზღაურება 4 209 ლარია; დავით მაზანაშვილი [ორკესტრი] -52 500 ლარი - ეს იმ შემსრულებელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ბათუმობის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას წელს.

"ბათუმობაზე" იქნება მიუზიკლიც "და აი, ჩვენ აქ ვართ", რისთვისაც კულტურის ცენტრმა ცალკე გააფორმა ხელშეკრულება ზაალ ჩიქობავასთან - 70 918 ლარზე.

"…ბათუმის ბულვარში, ღია ცის ქვეშ, სახალხო დღესასწაულის ,,ბათუმობა” ფარგლებში, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მოწვეული მომღერლები, რომლებიც შეირჩა ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით და იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი შემსრულებლები დიდი პოპულარობით სარგებლობენ ჩვენს ქალაქში. ექსკლუზიურობა დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი ცნობების საფუძველზე" - აღნიშნულია ბათუმის კულტურის ცენტრის შესყიდვის დოკუმენტაციაში.

"ბათუმობის" ორგანიზებისთვის კი, ბათუმის კულტურის ცენტრმა ხელშეკრულება "ბეტა პრინტთან"
გააფორმა - 147 920 ლარზე. ამ კომპანიამ უნდა მოაწყოს ბათუმის ბულვარში საგამოფენო კუთხე, ჯიხურები, ფოტოსტენდი, დეკორაციები…

მაგალითად, ტერიტორიის ალმებით გაფორმებისთვის 4 ათასი ლარია გათვალისწინებული, ფეიერვერკისთვის კი, რასაც "ბათუმობაზე" გაუშვებენ, 8 ათასი ლარი დაიხარჯება.

ცალკეა "ფეიერვერკი შადრევნები". ასეთი 40 ცალი ფეიერვერკი შეუკვეთა მერიამ, თითოეულის ფასი კი 30 ლარია.

"ბათუმობისთვის" ფულს დახარჯავს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროც. გალა კონცერტის მონაწილეების თბილისიდან ბათუმამდე ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსებისთვის 18 499 ლარი დაიხარჯება. ეს მომსახურება სულ 76 პირზეა გათვლილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი