ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ. მინისტრთა კაბინეტის დათხოვნას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტისგან, ასლან ბჟანიასგან ე.წ. მინისტრთა კაბინეტის დათხოვნას მოითხოვს. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

"თუ ორი კვირის განმავლობაში სახელმწიფოს მეთაური არ შეასრულებს ჩვენს ყველა მოთხოვნას და არ მოაწერს ხელს ბრძანებას ანტიეროვნული მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოაცხადებენ ქალაქ სოხუმში საპროტესტო აქციის თარიღს", - თქვა ვეტერანთა ორგანიზაციის, "არუაას" ლიდერმა თემურ გულიამ.

"მთავრობის" გადადგომის გარდა, ოპოზიცია ასევე ითხოვს რუსეთისთვის ბიჭვინთის ობიექტების გადაცემაზე შეთანხმების გამოწვევას და რუსეთთან გაფორმებული იმ შეთანხმების გაუქმებასაც ითხოვს, რომელიც ეკონომიკურ საქმეებზე და საარბიტრაჟო დავებზე გადაწყვეტილებების აღსრულებას ეხება.

განცხადება შვიდი პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის - "არუაას", აფხაზეთის სახალხო მოძრაობის, აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის, "აფსნი", "აამთა", "ერთობისა" და "ახაცას" ლიდერებმა გააკეთეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი