მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. აქვს სისუსტე, სიცხე და ისევ უჭირს გადაადგილება. მესამე პრეზიდენტი "ვივა მედში" დღეს გიული ალასანიამ მოინახულა. ის გამოეხმაურა სამი დღის წინ, გონების კარგვის ეპიზოდს. გიული ალასანია პალატაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვს - მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოქვეყნდეს კამერის ჩანაწერი და ყველაფერი ნათელი გახდება ყველასთვის. სამკითხაო არაფერი აღარ იქნება - ამბობს გიული ალასანია.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა შაბათს ორჯერ დაკარგა გონება. მომხდარს გიული ალასანიაც შეესწრო.
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ აბაშიძემ გონების კარგვა გადმოცემით დაადასტურა, რადგან შემთხვევის დროს პალატაში კლინიკის არცერთი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა.
"მთავარ არხთან" მესამე პრეზიდენტის ნევროლოგი, თამარ აბაშიძე ამბობს, რომ არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, გონების კარგვა მოსალოდნელია, რომ კიდევ განმეორდება. აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის დედის მიერ შაბათს გავრცელებულ ინფორმაციაზე ამბობს, რომ "შესაძლოა, რომ ყოფილიყო გონების კარგვა ხანმოკლე, იმიტომ, რომ მისი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია".
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ აბაშიძემ გონების კარგვა გადმოცემით დაადასტურა, რადგან შემთხვევის დროს პალატაში კლინიკის არცერთი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა.