
ნორვეგიის ელჩი მოსკოვში რობერტ კვილე ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რათა ეცნობებინათ საელჩოს 10 თანამშრომლის გაძევების შესახებ - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ქმედებას საპასუხო ღონისძიება უწოდა. ორი კვირის წინ ნორვეგიამ 15 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "ოსლოს არამეგობრულ ქმედებებს" სხვა ზომებიც მოჰყვება.