საკადრო წმენდა რეგიონებში - არჩილ ჯაფარიძე, სავარაუდოდ, კლანებს შორის დაპირისპირებას შეეწირა

გამოქვეყნდა:

საკადრო წმენდა რეგიონებში - სტიქიური უბედურების ზონაში პრემიერის ჩასვლიდან მეორე დღეს გუბერნატორს თანამდებობას ატოვებინებენ. ოფიციალური ვერსიით, არჩილ ჯაფარიძე პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა, თუმცა "მთავარი არხის" ინფრომაციით გუბერნატორის გაშვებას წინ მაჟორიტარ დეპუტატთან დაპისიპირება უძღოდა.

პრემიერის აპარატში საკადრო ცვლილება მას შემდეგ დაასტურეს, რაც ჯაფარიძის გადაყენების შესახებ ინფორმაცია "მთავარმა არხმა" გაავრცელა. არჩილ ჯაფარიძის გაშვებიდან მალევე, თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემაც. უცნობია, რას უკავშირდება არჩევნებამდე სამი თვით ადრე მიღებული გახარიას საკადრო გადაწყვეტილება, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ ჯაფარიძე კლანებს შორის დაპირისპირებას შეეწირა და რეგიონში ამჯერად მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ გაიმარჯვა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს კვლავ "ოცნების" სახელით იყრის. 

თავად ჯაფარიძე ამბობს, რომ თანამდებობა პირადი განცხადებით დატოვა. ამას ადასტურებენ საქართველოს მთავრობის წევრებიც. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმითაც, ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი დიდი ხნის განმავლობაში იყო.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ ოპოზიციაში - "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან უთანხმოების გამო დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ არჩილ ჯაფარიძე გუბერნატორის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი