
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 44 ჯარისკაცი გაათავისუფლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, სახლში ბრუნდებიან ჯარისკაცები, რომლებიც ქვეყანას ხერსონის ოლქსა და უკრაინის აღმოსავლეთის სხვა ტერიტორიებზე იცავდნენ. გათავისუფლებულ ტყვეებს შორის არიან "აზოვსტალის" მცველებიც.
ერმაკის ინფორმაციითვე, ტყვეობიდან დაიხსნეს ორი მშვიდობიანი მოქალაქეც.