უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 370 ათასი რუსი სამხედრო იბრძვის - უკრაინის თავდაცვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 370 ათასი რუსი ჯარისკაცი იბრძვის 5 900 ათასი ერთეული მძიმე შეიარაღებით - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, კრემლის გრძელვადიანი გეგმები უცვლელი რჩება - აიძულოს უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ მიზნით ოკუპანტები მალე მიმართავენ ძალისხმევას შეტევითი მოქმედებების განსახორციელებლად, რათა განდევნონ უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკის რეგიონის მნიშვნელოვანი ცენტრებიდან.

"ამრიგად, მტრის უპირველეს მიზნად რჩება ბახმუტი, კერძოდ, ამ ქალაქზე სრული კონტროლის დამყარება და მტერი ასევე გააგრძელებს რეგიონის სხვა ქალაქების - ავდიივკასა და მარინკას დაპყრობის მცდელობას" აცხადებს უკრაინის თავდაცვა.

მათივე ცნობით, ახლო მომავალში მტრის მიერ ბელარუსის მიმართულებით შეტევითი მოქმედებების განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, აგრესორი გააგრძელებს უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის მასიური სარაკეტო დარტყმების საფრთხის შექმნას. 

"რუსეთი აგრძელებს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას და ბოლო ინფორმაციით, არ თმობს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განადგურების გეგმებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა სახმელეთო ჯგუფი ერთი პოლკით გააძლიერეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი