
ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გაზის სისტემის ოპერატორები შეთანხმდნენ აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის გაზრდაზე, რისთვისაც არსებულ ინფრასტრუქტურას გამოიყენებენ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ეს შეთანხმება "ძალიან დროული ნაბიჯია", რომელიც ევროპის კიდევ უფრო მეტი ქვეყნისთვის უფრო უსაფრთხო მიწოდებას უზრუნველყოფს.
ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა შეთანხმების შემდეგ, ხელმომწერ ქვეყნებზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომმა ისინი კეთილმეზობლობის, ურთიერთდახმარებისა და სოლიდარობის ახალი განზომილებების ძიებამდე მიიყვანა.
"უკრაინაში ომმა მიგვიყვანა კეთილმეზობლობის, ურთიერთდახმარებისა და სოლიდარობის ახალი განზომილებების ძიებამდე. ამან იძულებული გაგვხადა, რომ მოგვეძიებინა სრულიად ახალი ეფექტური გადაწყვეტილებები, ახალი მარშრუტები და მიწოდების ახალი რეჟიმები", - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა.
ცნობისთვის, ივლისში ევროკავშირმა და ბაქომ გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანი 2027 წლამდე გაზის იმპორტს სულ მცირე წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის.