სანქციები და საგამოძიებო კომისიები ოპოზიციის დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტებად რჩება. ხელისუფლების ოპონენტებმა პარლამენტში აქტიურად დაიწყეს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირების საკითხის ლობირება.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, რომელიც დასანქცირებულ მოსამართლეებს მხარს უჭერს და სასამართლო კლანს იცავს, ასევე უნდა მოხვდეს სანქციების ქვეშ.
პარალელურად 50-ვე დეპუტატი, რომელიც გასული კვირის განმავლობაში საგამოძიებო კომისიის შექმნის კენჭისყრაზე უკლებლივ იკრიბებოდა დარბაზში, ადასტურებს, რომ მომავალ სასესიო კვირაშიც სრული მობილიზებით იმოქმედებს. უფრო მეტიც, პარტია "საქართველოსთვის" კიდევ ერთი, ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული კომისიის შექმნას მოითხოვს.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი