Reuters: პუტინმა ფაშინიანთან საუბრის შემდეგ, ყარაბაღში რუსი სამშვიდობო ძალების ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

გამოქვეყნდა:

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრეზიდენტ, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდობო ძალების ახალი ხელმძღვანელი დანიშნა.

როგორც მედიასაშუალება წერს, სომხეთი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ლაჩინის დერეფნის გახსნა. სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნის გამო ქვეყანამ იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა და ამას "ბაქოს თავისუფალი გადაადგილების ვალდებულების უხეში დარღვევა" უწოდა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ელნურ მამედოვის განცხადებით, საგუშაგო შეიქმნა "უსაფრთხოების გამო შეშფოთების საპასუხოდ, სომხეთის მიერ გზის ბოროტად გამოყენებისა და იარაღის უკანონო ტრანსპორტირების მიზეზით".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი