
ირანში, შიიტი მუსლიმი სასულიერო პირი, აიათოლა აბასალი სოლეიმანი მოკლეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, მას მაზანდარანის პროვინციაში ცეცხლი გაუხსნეს.
სასულიერო პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდამსხმელი ბანკის დაცვის სამსახურის წევრია და ის პოლიციამ უკვე დააკავა.
მომხდარის მოტივი უცნობია.