თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა. ამჟამად ის სახლში იმყოფება, ერდოღანმა წინასაარჩევნო დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა.

"ექიმების რჩევით, სახლში ვრჩები", - დაწერა ერდოღანმა Twitter-ზე და აღნიშნა, რომ მისი ცუდად გახდომა "დატვირთულ სამუშაოს" უკავშირდებოდა.

თურქეთის პრეზიდენტი შეუძლოდ ერთ-ერთი თურქული ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს გახდა. ამის გამო პირდაპირი ეთერი დროებით შეწყდა. თურქული მედიის ინფორმაციით, სატელევიზიო პროგრამა, რომელიც საპრეზიდენტო კომპლექსიდან გადაიცემოდა, დაგეგმილზე 1.5 საათით გვიან, 23:30 საათზე დაიწყო.

თურქეთის მმართველ პარტიაში კი განაცხადეს, რომ ხვალ, ატომურ ელექტროსადგურზე დაგეგმილ ცერემონიალში ერდოღანი ონლაინ ჩაერთვება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი