საპარლამენტო უმრავლესობის წვერები საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდნენ

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ინფორმაციით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია კომიტეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად საჩხერის სოფელ პერევსა და ქარძმანში, საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდნენ.

პრესსამსახურის ცნობით, ბერაიამ თქვა, რომ რუსული ოკუპაცია და ეს ხელოვნური ბარიერები დროებითია და აუცილებლად დასრულდება. 

"საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ოკუპაციის შედეგად მოწყობილი უკანონო ინფრასტრუქტურა დავათვალიერეთ, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ არის აღმართული. რუსული ოკუპაცია ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა და დიდი გამოწვევაა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის. დღეს სწორედ საოკუპაციო ხაზზე გადის ევროპული უსაფრთხოების წინა ხაზი. დეოკუპაციისთვის აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ გაზარდოს ზეწოლა აგრესორ სახელმწიფოზე და აიძულოს ის შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაიცვას საერთაშორისო სამართალი. ოკუპაციის დასრულების ერთადერთი სწორი გზა არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, სამშვიდობო პოლიტიკის გაგრძელება მისი ყველა შემადგენელი კომპონენტით, საქართველოს უწყვეტი განვითარება და ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია. რუსული ოკუპაცია და ეს ხელოვნური ბარიერები დროებითია და აუცილებლად დასრულდება", - თქვა პარლამენტის ცნობით ირაკლი ბერაიამ.

საოკუპაციო ხაზზე საპარლამენტო უმრავლესობიდან იმყოფებოდნენ - ალექსანდრე ტაბატაძე, ლევან ქარუმიძე, გრეტა წიწავა, თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი.

ცნობისთვის, ბერაია ირაკლიმ, ალექსანდრე ტაბატაძემ, ლევან ქარუმიძემ და გრეტა წიწავამ მარტში პარლამენტში ინიცირებულ "რუსულ კანონს" მხარი დაუჭირეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი