ზბიგნევ რაუმ ბრიფინგზე პოლონურად ისაუბრა და მიხეილ სააკაშვილიც ახსენა, თუმცა ადგილზე პოლონურის თარჯიმნები არ იყვნენ

გამოქვეყნდა:

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ თბილისში ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გაუგებრობით დასრულდა. ერთობლივ ბრიფინგზე ზბიგნევ რაუმ სიტყვა პოლონურად წარმოთქვა, სადაც მიხეილ სააკაშვილიც ახსენა, თუმცა ადგილზე არ იყვნენ პოლონური ენის თარჯიმნები. 

"მთავარმა არხმა" გაარკვია რა თქვა პოლონეთის მთავარმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. შეხვედრის შემდეგ ზბიგნევ რაუმ პირდაპირ თქვა, რომ პოლონეთის ცდილობს კონსტრუქციული გამოსავალი იპოვოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებული სიტუაციაზე. როგორც პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, მათ არაერთხელ უსაუბრიათ ამ საკითხზე ქართულ მხარესთან. 

"ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნების დიპლომატიურ-პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის დადასტურება და საერთო ჯამში გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენი კავშირების კიდევ უფრო გამყარებას ემსახურება. მინისტრი დარჩიაშვილი ამ წელს იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე სპეციალური სტუმარი და ჩვენ მასთან მაშინ განვიხილეთ პრობლემური მიმართულებები საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, ვიმსჯელეთ ასევე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე. ყველა ამ საკითხზე პოლონეთი ცდილობს კონსტრუქციული კავშირები და შესაძლო დახმარების გზები გამონახოს. გვჯერა, პოლონეთისა და საქართველოს საერთო თანამშრომლობა წაადგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს",- აღნიშნა რაუმ. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ წუთებში შეხვედრას მართავს პრემიერ ღარიბაშვილთან. შემდეგ კი ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. 

ხვალ კი რაუ ოპოზიციას შეხვდება.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი