
მოსკოვის ცენტრში, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ძლიერი ხანძარი იყო. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების სავარაუდო ფართობი 100 კვადრატული მეტრია. უწყების ცნობითვე, ცეცხლი 15 სართულიანი მშენებარე კორპუსის სახურავზე გაჩნდა, თუმცა ამჟამად ის უკვე ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, მსხვერპლი არ არის.