
რომის პაპის ისტორიული გადაწყვეტილება - პაპმა ფრანცისკემ ქალ სასულიერო პირებს სინოდის კრებაზე ხმის მიცემის უფლება პირველად მისცა. ახალი წესების თანახმად, ხუთ ქალს ოქტომბერში ჩანიშნულ სხდომაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება ექნებათ.
"ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ეს არ არის რევოლუცია", - თქვა კარდინალმა ჟან-კლოდ ჰოლერიხმა.
როგორც ცნობილია, აქამდე ქალებს სინოდის სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ დამკვირვებლების სახით ჰქონდათ.