
ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის სოფელი ტოკარივკა დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაიჭრა ოთხი ადამიანი.
"მტერმა ახლახან დაბომბა ხარკოვის რაიონის სოფელი ტოკარივკა. დაშავდნენ ხარკოვის ობლენერგოს მუშები, რომლებიც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაზე მუშაობდნენ. სამწუხაროდ, 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა", - წერს სინეგუბოვი
დღეს დილით, რუსებმა ხარკოვის რაიონის სოფელი ლიპციც დაბომბეს.