
აშშ-ის საზღვაო ძალების ინფორმაციით, ირანმა 27 აპრილს, ომანის ყურეში მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მყოფი ნავთობტანკერი დააკავა.
"ირანის ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს და ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ირანმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ნავთობის ტანკერი", - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტმა.
გემმა, სახელად Advantage Sweet, საერთაშორისო წყლებში ყოფნისას კატასტროფის სიგნალი 13:15 საათზე გაუშვა, სწორედ მაშინ, როდესაც მათ ირანმა გემი ჩამოართვა.
აშშ-ს საზღვაო ძალების ცნობით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ირანის მიერ ნავთობის ტანკერის დაყადაღების
მეხუთე შემთხვევაა.