
"საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას ერთი წლის წინაც იმსახურებდა და იმსახურებს ახლაც, რადგან, ყველა პარამეტრით, ასოცირებულ ტრიოში საუკეთესოა", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ თქვა.
"ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ევრორეკომენდაციები სრულად შესრულდეს და საქართველოს მხარეს არც ერთი მიზეზი არ დარჩეს, რაც კანდიდატის სტატუსის მიღებაზე შესაძლოა უარის საფუძველი გახდეს. საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას ერთი წლის წინაც იმსახურებდა და იმსახურებს ახლაც, რადგან ყველა პარამეტრით ასოცირებულ ტრიოში საუკეთესოა" - თქვა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით, არ რჩება მიზეზი, რის გამოც საქართველომ სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება უარი მიიღოს.