არაოფიციალური ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმი მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლებას 9 მაისს გეგმავს - 8 საათიანი შეხვედრა ერგნეთში

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში რიგით 112-ე შეხვედრა დაახლოებით 8 საათს გაგძელდა. ქართული მხარე  იმ რუსი ოკუპანტების იდენტიფიცირებას და დასჯას  ითხოვს, რომლებიც სოფელ ჭვრინისთან,  საქართველოს მოქალაქეებს, ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ, სცემეს და მათი გატაცება სცადეს.  თუმცა ამაზე პასუხები  ვერ მიიღეს.

დისკუსია ასევე შეეხებოდა უკანონო პატიმრების თემასაც, ქართული მხარე იმ 5 მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩებიან. 

"ჩვენთვის მთავარ საკითხს წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი  საქართველოს მოქალაქეების და ყველა ჩვენი მოქალაქის საკუთარ სახლებში დაბრუნება. დავინტერესდით მათი პერსპექტივით, რა პერსპექტივას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში. გაჟღერდა გარკვეული სიგნალები, რაც შესაძლებელი, რომ განვითარდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით მე ოჯახებს გავუზიარებ ინფორმაციას, თუმცა, რა თქმა უნდა, ვიდრე ყველაფერი არ იქნება გაზიარებული ურთიერთობის არსებული არხების  მეშვეობით მანამდე მე ვერ გავამხელ ვერცერთ დეტალს. დაძაბული დისკუსია და ვრცელი დისკუსია შედგა, ჭვრინისის ინციდენტთან  დაკავშირებით ამ ფაქტს მიეცა მკაცრი შეფასება და გავაჟღერეთ პოზიცია,  რომ აუცილებელია შესაბამისი მონაწილეები დეტალურად გაერკვნენ საქმის ვითარებაში და აგონ პასუხი, შედეგზე საუბარი მიჭირს, თუ რა შედეგს გამოიღებს, თუმცა ჩვენ ეს გავაჟღერეთ და აუცილებლად მივდევთ ამ საკითხს", -  თქვა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძემ

უკანონო პატიმრობაში მყოფ 5 პირს შორისაა ქართველი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც უკვე 1 წელი და 4 თვეა ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

არაოფიციალური ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმი ის მის გათავისუფლებას 9 მაისს გეგმავს, თუმცა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სუსი-ს წარმომადგენელი არ საუბრობს.  

ანთაძის თქმითვე დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იყო ჰუმანიტარული საკითხებიც მათ შორის, ე.წ გადასასვლელის თემა. ოძისის და ქარძმანის გადასავლელები, თვეში 10 დღით იხსნება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება  ამ შეზღუდვის მოხსნას, ან დღეების გახანგრძლივებას ითხოვს, თუმცა საოკუპაციო რეჟიმისგან ამაზე პასუხი ვერ მიიღეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი