"მოემზადეთ, დაწერეთ ანდერძი..." - უკრაინელმა ჰაკერებმა რუსულ-ირანული კონფერენცია დაჰაკეს

გამოქვეყნდა:

25 აპრილს უკრაინელმა ჰაკერებმა  რუსულ-ირანული კონფერენცია დაჰაკეს და  მონაწილეებს, რომლებიც თანამშრომლობაზე მსჯელობდნენ. ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით, ანდერძის დაწერა ურჩიეს.

ვიდეო ინტერნეტში დღეს, 27 აპრილს გამოჩნდა.

კონფერენციაში რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი და Rosatom-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ხოლო ირანის მხრიდან, რუსეთში ირანის ელჩი და სხვა ოფიციალური პირები. 

"არ ინერვიულოთ, SBU [უკრაინის უსაფრთხოება] მოვა ომის ყველა დამნაშავესთან და მათ ხელმძღვანელობასთან. ასე რომ მოემზადეთ, დაწერეთ ანდერძი, ჩამოწერეთ რაც გაქვთ თქვენს შვილებსა და ცოლებზე. კვერცხების კიბო ყველა ოკუპანტს და მათ, ვინც ამ ოკუპანტებს ეხმარება", გაისმა კონფერენციაზე ჰაკერების ხმა.

ასევე, უკრაინელმა ჰაკერებმა განაცხადეს, რომ ირანია პასუხისმგებელი რუსეთისთვის კამიკაძე-დრონების მიწოდებაზე, რომლებსაც რუსეთი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის იყენებს.

"გეშინოდეთ ოკუპანტებო, თქვენი დღეები დათვლილია. მთელი ეს საუბარი ჩაწერილია და მთელი ეს ინფორმაცია მიაღწევს მასმედიამდე.", - თქვა ჰაკერმა რუსულ-ირანული კონფერენციის მონაწილეებისთვის მიმართვისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი