უცხოური მედიის ინფორმაციით, საზღვარგარეთ მყოფი თურქეთის 3,4 მილიონი მოქალაქისთვის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დღეიდან დაიწყო და 9 მაისამდე გაგრძელდება. საქართველოში მყოფ თურქეთის მოქალაქეებს კი არჩევნებში მონაწილეობა 7-9 მაისს შეეძლებათ.
უშუალოდ თურქეთის ტერიტორიაზე ხმის მიცემა მხოლოდ 14 მაისს იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ თურქეთს ყველაზე მრავალრიცხოვანი დიასპორა გერმანიაში ჰყავს, სადაც თურქეთის 1,5 მილიონ მოქალაქეს შეუძლია ხმის მიცემა. 400 000 თურქი ამომრჩეველია საფრანგეთში.
მედიის ცნობით, ბოლო კვლევებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მცირე უპირატესობა აქვს ოპოზიციონერ კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომელიც რამდენიმე პარტიისგან შემდგარი "ეროვნული ალიანსის" სახელით იყრის კენჭს. რაც შეეხება ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ის მეორე ადგილზეა.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ შეძლებს გამარჯვებას, მაშინ არჩევნების მეორე ტური 20-24 მაისს გაიმართება.