
შეხვედრა ოპოზიციურ სპექტრთან. ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრებმა დღეს ოპოზიციის ლიდერებთან გამართეს კონსულტაციები. ყველა პარტია თანხმდება, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი პოლიტიკური პატიმარია, რომლის გათავისუფლების გარეშე საქართველოს დემოკრატია და ევროპული მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
შეხევდრაზე ასევ ისაუბრეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ, სადაც მოძრაობის წევრები კიდევ ერთხელ დააყენებენ გვარამიას გათავისუფლების საკითხს.