
რუსულმა ბანკმა "Точка" მეწარმეებისთვის სავალუტო ოპერაციები ქართულ ლარში დაიწყო. მედიის ცნობით, ქართული ვალუტის გაგზავნა საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.
დოლარის, ევროსა და რუბლის გარდა, რომლის გაგზავნაც შესაძლებელია ზოგიერთ ქართულ ბანკში, საქართველოში ყველა ბანკში ლარში ანგარიშსწორება გახდა შესაძლებელი.
ბანკის წარმომადგენელმა ანა დავიდოვამ თქვა, რომ რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ამიტომაც მოხდა ახალი ვალუტის ჩაშვება, რომელიც მისი თქმით, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების ტენდენციას.
"გასული წლის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წელთან შედარებით 52%-ით გაიზარდა. ახლა რუსეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, ამიტომაც ჩავუშვით ახალი ვალუტა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების ტენდენციას" - თქვა დავიდოვამ.
აღსანიშნავია, რომ "Точка" რუსული ციფრული ბანკია ფიზიკური ოფისების გარეშე და ის ორიენტირებულია იურიდიული პირებისთვის მომსახურების ეკოსისტემის შექმნასა და მეწარმეებისთვის დისტანციურ მომსახურებაზე.
ცნობისთვის, ბანკმა ლიცენზია რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკისგან მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო.