ფონდში გადამალული ფინანსები და სახელმწიფო უწყებების მიერ უკანონოდ გასაიდუმლოებული ინფორმაცია. ბიძინა ივანიშვილის ფონდი "ქართუ" შემოწირულობებით მიღებული დიდი ფულის კონცენტრაციისა და მიმოქცევის მთავარი ადგილია, რომელსაც ვერავინ აკონტროლებს.
უფრო სწორად კი ყველა ინფორმაცია მის გარშემო სახელმწიფოს მიერ უკანონოდ არის გასაიდუმლოებული. რამდენად დიდი თანხა ტრიალებს საქველმოქმედო ფონდში, უცნობია, კორუფციის მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ "ქართუს" მეშვეობით ხდება ფულის გათეთრება და სწორედ ფონდის მეშვეობით დასანქცირებული ოლიგარქები შემოსავლებს ევროპაში რიცხავენ.
ავტორი: ნინი ბალანჩივაძე