
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინელების გენოციდში მონაწილედ აღიარა, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ განაცხადა.
დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას პოლიტიკოსმა გაიხსენა, რომ უკრაინელი ბავშვები ოკუპირებული ტერიტორიებიდან არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში, არამედ ბელარუსიშიც მიჰყავთ.
"ლუკაშენკო აღიარებულია უკრაინელების გენოციდის თანამონაწილედ! შესწორება ოფიციალურად მიღებულია! ჩემი შესწორება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვებისა და მოზარდების იძულებით დეპორტაციის თანამონაწილედ აღიარების შესახებ. რაც ავტომატურად აქცევს ლუკაშენკას დამნაშავეს იმ გენოციდში, რომელსაც რუსეთი ახორციელებს უკრაინაში", - წერს გონჩარენკო.