
"ჩვენი დასავლელი მეგობრები ამბობენ, რომ ნიკას საქმე საქართველოსა და EU-ს შორის მანძილის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია", - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი", ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი საუბრობს.
"დროები ნამდვილად მნიშვნელოვანია. ნიკას დაკავების დროც თავისთავად ძაან მნიშვნელოვანი იყო, ქვეყნისთვის გადამწყვეტი მომენტი იყო და ახლაც, როდესაც ჩვენ ვეუბნებით შუალედურ დასკვნას 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე, ახლაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია...
თითქმის ყველა შეხვედრაზე დასავლელ მეგობრებთან, ვისთანაც ყოველშემთხვევაში მე მიწევს კომუნიკაცია, და ნამდვილად, ამ 11 თვის განმავლობაში ამ სიამ ნამდვილად იმატა. ყველა შეხვედრაზე განიხილება ჩემთან ის სამწუხაროდ ჩემთვის და სამწუხაროდ ქვეყნისთვის, რომ მანძილი საქართველოსა და ევროპას შორის ძალიან გაიზარდა. ამას ძალიან დიდი მწუხარებით აფიქსირებენ ჩვენი მეგობრები და ამბობენ, რა საკვირველია, რომ ნიკას დაპატიმრების შემდეგ ნიკას საქმე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველოსა და ევროკავშირის ამ მანძილის გაზრდისა", - ამბობს სოფო ლილუაშვილი.