თავდასხმა ჰომოფობიურ ნიადაგზე | შსს-მ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო

გამოქვეყნდა:

ქვიარ აქტივისტს დიდუბის მეტროში 4 კაცი დაესხა თავს, - საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ქვიარ აქტივისტს, ლუკა აბლოთიას თავს დაესხნენ და მასზე ფიზიკურად იძალადეს.  როგორც დაშავებული აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს, შემთხვევა თბილისში, მეტროსადგურ "დიდუბეში" მოხდა. თავდასხმა, სავარაუდოდ, ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი