მოსკოვში დააკავეს ქალი, რომელმაც ნამცხვრებზე ომის საწინააღმდეგო წარწერები და სიმბოლოები განათავსა

გამოქვეყნდა:

უფლებადამცველი ორგანიზაცია OVD-Info-ს ცნობით, დღეს რუსული პოლიცია მოსკოვის მკვიდრ ანასტასია ჩერნიშევასთან მივიდა, რომელიც ნამცხვრებს აცხობს და უკრაინაში ომს ეწინააღმდეგება.

OVD-Info-ს თანამშრომლის, იულია ევდოკიმოვას თქმით, ანასტასია ჩერნიშევა პოლიციელებმა დღეს დააკავეს, რადგან ნამცხვრებზე ომის საწინააღმდეგო წარწერები და სიმბოლოები განათავსა. 

საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ ჩერნიშევა იზმაილოვსკის პოლიციის განყოფილებიდან  ადმინისტრაციული ოქმით  გაათავისუფლეს და მას  "შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია"  ედება ბრალად. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი