წალენჯიხაში ადგილობრივი ხელისუფლება პირველ კლასელთა კვების პროგრამის ამოქმედების შემდეგ, მეორეკლასელების კვების დაფინანსებას სახელმწიფოს სთხოვს. საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის საერთო ღირებულება 200 ათასი ლარია პირველკლასელთათვის უკვე მოქმედებს, 35 სკოლის 300-მდე პირველკლასელი ამ პროგრამით სარგებლობს.
"წალენჯიხამ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები და საკუთარი სახსრებიდან შევძელით 200 000 ლარის მობილიზება და ამჟამად 265 ბავშვია ჩართული ამ პროგრამაში. დღეს წალენჯიხაში პირველკლასელები იკვებებიან სრულფასოვნად. ეს გამოწვევა ბევრად დიდია. ამიტომ ახალი წლიდან გვინდა, განვახორციელოთ მეორეკლასელთა კვებით დაფინანსება. ამისთვის მივმართეთ მთავრობას, რათა გამოგვიყონ მიზნობრივი 208 000 ლარი, რათა დაახლოებით 300-მდე ბენეფიციარმა შეძლოს ამ პროგრამით სარგებლობა",- ამბობს ვანო ბურდული, წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38 პროცენტი განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს.
UNICEF აღნიშნავს, რომ სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში.
ამავე თემაზე: