ბავშვების დეპორტაციაზე PACE-ს რეზოლუციისთვის "ოცნებას" ხმა არ მიუცია - მიქანაძის თქმით, უკვე გამომგზავრებულები იყვნენ

გამოქვეყნდა:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ასამბლეამ 87 ხმით 1-ის წინააღმდეგ, რეზოლუცია ხუთშაბათს მიიღო სტრასბურგში მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე.

დოკუმენტზე საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლის ხელმოწერა არ ფიქსირდება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გუშინ სტრასბურგიდან უკვე გამოფრენილები იყვნენ, რის გამოც, კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მოახერხეს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ აღნიშნულზე აქცენტის გაკეთება სპეკულაციაა.

"ეს არის სპეკულაცია, რომელიც აწეული არის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და  თქვენ ხელს უწყობთ ამას. დღის წესრიგში ეს საკითხები შედის ბოლო მომენტშიც, ამიტომ ჩვენ უკვე გამომგზავრებული...ჩვენ აქედან როცა მივდიოდით, რამდენიმე კვირით ადრე, ბილეთები ნაყიდი იყო, იმიტომ რომ ჩვენ გაწერილი გვქონდა კონკრეტული დღისწესრიგი. ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული, გამონაკლისი ამაზე არ არსებობს, შესაბამისად, კონკრეტული საქმეებიდან და შეხვედრებიდან გამომდინარე ეს ვიზიტი დასრულდა გუშინ წინ და გამოვემგზავრეთ", - ამბობს მიქანაძე.

ავტორი: ნინი ბალანჩივაძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი