ნიკა გვარამიას პატიმრობა, მიხეილ სააკაშვილის საქმე და 12 პუნქტიანის შესრულება - რაზე ისაუბრა ოპოზიციამ ზბიგნევ რაუსთან

გამოქვეყნდა:

საქართველოში ვიზიტით მყოფი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს შეხვედრა ქართულ ოპოზიციასთან დასრულდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, მართლმსაჯულების სისტემაზე, მედია გარემოზე, "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობაზე და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე.

"ძალიან აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ მიშა სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს, მისი სიცოცხლე გადარჩეს, ჯანმრთელობა გამოსწორდეს. ამასთან დაკავშირებით განხორციელდა უკვე არაერთი ვიზიტი, მაგრამ ვიზიტებს მიღმა ჩვენ ვიცით, რომ არის ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია რუსული ოცნების მთავრობასთან", - თქვა ცისკარიშვილმა. 

მისი თქმით, პოლონეთს ესმის, რომ პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად საქართველო წინ ვერ წაიწევს 

 

"ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე მაგალითად, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრებით საბოტაჟი მოუწყო ევროპულ მომავალს ამ ქვეყნის ხელისუფლებამ და პოლიტიზებული მართლმსაჯულება რჩება გამოწვევად, რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალოდ საზღვარგარეთ იქნება სწორი ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაცია მოხდეს, მაგრამ ამის მიღმა, დღეს, საქართველოს არ აქვს შესრულებული არც ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა ევროკავშირის 12 პუნქტიდან", - თქვა სალომე სამადაშვილმა. 

მისი თქმით, ყველა მიმართულებით ხელისუფლებაზე ზეწოლაა საჭირო.

 

"ჩვენი პასუხისმგებლობაა საქართველოს მოქალაქეების, რომ მოვიყვანოთ ხელისუფლებაში პროევროპული მთავრობა დემოკრატიული გზით და ჩვენ დაგვჭირდება პოლონეთის მხარდაჭერა და მანდ შემიძლია თავს უფლება მივცე, რომ ეს მხარდაჭერა გვექნება, ჩვენი ისტორიული მისიის შესასრულებლად, ნატოში გასაწევრიანებლად, ევროკავშირში გასაწევრიანებლად, თავისუფალ სამყაროში დასაბრუნებლად", - თქვა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, გუშინ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ქართველ კოლეგას, ასევე პრეზიდენტსა და პრემიერს. რამდენიმე საათში საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი