
აჭარაში ბელარუსული დიასპორის დამფუძნებელი, ევგენია გაცაკა საქართველოში არ შემოუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Telegram არხებზე ვრცელდება.
როგორც გაცაკა ამბობს, ის საქართველოში ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და თურქეთში მხოლოდ ერთი დღით წავიდა, რათა საქართველოში დარჩენის ვადა გაეხანგრძლივებინა, მაგრამ უკან დაბრუნებისას შემოსვლაზე უარი "სხვა მიზეზებით" უთხრეს.
მოგვიანებით მან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა თავიდან სცადა და კვლავ უარი მიიღო.
აქტივისტის ინფორმაციით, მას ვერბალურად განუმარტეს, რომ მისი აპლიკაცია "განხილვაშია". ევგენია გაცაკა რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდა დოკუმენტის განხილვას, რის შემდეგაც მას კვლავ უარი განუცხადეს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლაზე.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აჭარაში ბელარუსული დიასპორის ხელმძღვანელმა, ალექსეი ბალაშოვმა, როგორც ის ვარაუდობს, გაცაკას შემთხვევა შესაძლებელია იყოს 1951 წლის ლტოლვითა კონვენციის დარღვევა.
მედიის ცნობით, გაცაკას შემთხვევას უფლებადამცველები აგვარებენ. საქმეში ჩართულია ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ოფისი.
შეგახსენებთ, რომ ევგენია გაცაკა ბელარუსის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო დამკვირვებელი.