
რუსული სამთავრობო მედია РИА-ს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის სამუდამო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ჯაშუშობას, უცხოელებისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემადგენელი ინფორმაციის გადაცემას, მტრის მხარეზე გადასვლას, ფინანსური, ლოჯისტიკური, საკონსულტაციო, ან სხვა სახის დახმარების გაწევას რუსეთის წინააღმდეგ, შეიძლება მოჰყვეს უვადო თავისუფლების აღკვეთა", - წერია დოკუმენტში .
ღალატის მუხლით წარდგენილი ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში, ითვალისწინებს უვადო პატიმრობას, ხოლო "ტერორისტული აქტის“ ბრალდების მუხლი 15-დან 20 წლამდე გაიზარდა.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების აღსრულებაში დახმარებისთვის, რომლებშიც რუსეთი არ მონაწილეობს. მაქსიმალური სასჯელი ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.
კანონპროექტი რუსეთის დუმას აპრილში წარუდგინეს, იგი დაუყოვნებლივ მიიღეს მეორე და მესამე მოსმენით, შემდეგ კი კანონი ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა.