"ფრანგულადაც უთხარით პრეზიდენტს, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები" - ამ წარწერებიანი ბანერებით, ათონელის რეზიდენციასთან ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამ ფორმით შეეცდებიან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გააგებინონ თავიანთი სათქმელი.
კატრინ კოლონა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას რამდენიმე წუთში, სწორედ ორბელიანების სასახლეში გეგმავს.
ათონელის რეზიდენციასთან, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრებიც იმყოფებიან.
ავტორი: ზურა პეტროსიანი