ევროინტეგრაციის გზაზე დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედიათავისუფლება მთავარია - კატრინ კოლონა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს ხვდება, ის შეხვდება პრეზიდენტსაც და პრემიერსაც, თუმცა ვიზიტი ფრანგმა დიპლომატმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო.   

მესამე სექტორთან დაახლოებით 40 წუთიანი აუდიენციის შემდეგ, კატრინ კოლონამ პოლიტპატიმრებზე და კონკრეტულად ნიკა გვარამიაზე დასმულ კითხვებს მცირე კომენტარით უპასუხა.

კატრინ კოლონის განცხადებით, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მედიის თავისუფლება გადამწყვეტია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. 

"ჩემი ქვეყანა და  ევროკავშირი შეშფოთებულია, რაც ხდებოდა პარლამენტში კანონის განხილვის დროს. ჩვენ ვნახეთ პროტესტი, ასევე ღიად დავუჭირეთ მხარი ამ მოვლენებს. მე ვიცი, რომ თქვენ გსურთ მშვიდობა და უკეთესი დემოკრატია, აქედან გამომდინარე, აქედან პროტესტმა შედეგი გამოიღო. უფრო მეტიც, პრეზიდენტმა მაკრონმა ქართველ ხალხს მხარდაჭერა  გამოუცხადა. ეს იყო სპონტანური გამოსვლა, განსაკუთრებით ახალგაზრდების. 

ევროინტეგრაციის გზაზე დემოკრატია, კანონის უზენაესობა და  ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა, ასევე ერთ-ერთი მთავარია მედიათავისუფლება. ეს  ყველაფერი შავით თეთრზე  წერია, რომელსაც  საქართველო უნდა  გაყვეს. მე აუცილებლად ვისაუბრებ ყველა საკითხზე მთავრობის წარმომადგენლებთან, თუმცა  საჯაროდ  ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ," - თქვა ფრანგმა დიპლომატმა. 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში დღეს ჩამოვიდა, მან შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან დაიწყო. დარჩიაშვილის შემდეგ, შეხვდება პრეზიდენტსა და პრემიერს.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი