გამოიცეს განკარგულება, რომლითაც, 1-ელ სექტემბრამდე ქვეყანაში შემოიტანენ წამალს - მიმართვა ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები და მათი მშობლები საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ. 

ოფიციალურ წერილში ისინი მთავრობის მეთაურს მოუწოდებენ გამოსცეს განკარგულება, რომლის მიხედვითაც ოფიციალურად დადგინდება დრო, როცა საქართველოში მოზარდებისთვის აუცილებელი მედიკამენტის შემოტანა მოხდება. მშობლები ღარიბაშვილს დროს პირველ სექტემბრამდე აძლევენ. 

შეგახსენებთ, რომ დედები უკვე თერთმეტი დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ. ხვალ, 29 აპრილს, 15:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან მორიგი აქცია გაიმართება სახელწოდებით - "წამალი ბავშვებს!"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი