საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს მომთხოვნი სამოქალაქო ორგანიზაციები, უნდა იმუშაოთ ერთად, მოუსმინოთ კრიტიკასაც - კატრინ კოლონა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს სამოქალაქო სექტორს და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთად უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ და სამოქალაქო სექტორმა:

ჩამოსვლისთანავე მინდოდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა, რადგან საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს დინამიური, სერიოზული, მომთხოვნი ორგანიზაციები და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვიზიარებთ საფრანგეთი და საქართველო და თუ შემიძლია რომ რეკომენდაცია გავაკეთო, ის არის, რომ უნდა იმუშაოთ ერთად, მოუსმინოთ ერთმანეთს, კრიტიკაც მოვისმინოთ ერთმანეთის იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ინკლუზიური მუშაობა არის საჭირო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ეს არის ყოველთვის პლიუსი. მე მოვედი, რომ გადმოგცეთ მხარდაჭერის მესიჯი უპირველეს ყოვლის საქართველოს." განაცხადა კატრინ კოლონამ და კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. 

შეგახსენებთ, კატრინ კოლონას ვიზიტი თბილისში, სწორედ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრით დაიწყო.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი