
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საჭიროა 12 რეკომენდაციის შესრულება. განცხადება კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა:
"კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის საჭიროა იმ 12 პრიორიტეტის შესრულება, რომლებიც ევროპულმა კომისიამ დააწესა, რეფორმების გატარება, რომლებიც უზრუნველჰყოფს ინსტიტუციების დაცვას სხვადასხვა გავლენებისაგან, თავისუფლებას, წარმომადგენლები რომლებიც უზრუნველჰყოფენ პლურალიზმს, სიტყვის თავისუფლებას, ასევე კონსოლიდირებას აკეთებენ სამართლებრივი სახელმწიფოს, მხოლოდ ამის შედეგად მოახდენს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას. იმიტომ, რომ ეს არის ევროპული ღირებულებები" თქვა კატრინ კოლონამ [სინქრონული თარგმანი]