
"საქართველოს კანდიდატის საკითხი, ევროკავშირის წევრობა ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვნახე, რამდენიმე საათის წინ, როდესაც ჩამოვედი აქ, იყო ძალიან დიდი რაოდენობის ევროპული დროშები თბილისში და მე როგორც ვიცი, გაზაფხულზე იყო პროევროპული მანიფესტაციები და პროცენტული მონაცემები ქართველებისა, რომლებიც ემხრობიან საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, 85% - ია. მე როგორც მითხარით ბატონო მინისტრო, ეს არის ციფრი რომელიც გვაფიქრებს და გვაძლევს მომავლის ხედვას, რომ საქართველო მედგრად არის ერთიანი ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთიანად არის აღიარებული, ივნისში, რომ საქართველოს მომავალი იყო ევროპაში. ჩვენ გვსურს, რომ ეს მომავალი გახდეს კონკრეტული"
თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე