არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ 1-2 წელიწადში შეიძლება სრულყოფილი სასამართლო რეფორმის ჩატარება - დარჩიაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით,  არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ 1-2 წელიწადში სრულყოფილი სასამართლო რეფორმის ჩატარებაა შესაძლებელი.

როგორც დარჩიაშვილმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, საქართველომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ფაზა უკვე დაასრულა, რაც პოზიტიურ შეფასებას საჭიროებს. 

"ყველამ კარგად შეძლოს და გაიაზროს, რომ ყველა ის რეფორმა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს, მოითხოვს ძალიან დიდი ძალისხმევას. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ერთ, ან ორ წელიწადში შეიძლება სრულყოფილი სასამართლო რეფორმა, ან ნებისმიერი ტიპის რეფორმა ჩაატაროს ქვეყანამ. ამას სჭირდება წლები, ამას სჭირდება დიდი ძალისხმევა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როდესაც ვაფასებთ საქართველოს პროგრესს, ვიხელმძღვანელოთ კონკრეტული დოკუმენტებით, იმ კონკრეტული ნაბიჯებით, რომელიც გადაგა ქვეყანამ ... ის, რომ ქვეყანამ დაასრულა მეოთხე ფაზა უზარმაზარი სასამართლო რეფორმის,  ეს საჭიროებს პოზიტიურ შეფასებას." - ამბობს დარჩიაშვილი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი